რეზონანსი
05.04.2019

 (რეზონანსი) "რამდენად ენდობით ან არ ენდობით პოლიციას?- ეს კითხვა CRRC- ის მკვლევარებმა ქვეყნის მასშტაბით 2087 რესპონდენტს დაუსვეს.

შედეგებით ირკვევა, რომ პოლიციას სრულად გამოკითხულთა მხოლოდ 19% ენდობა. 8% კი სამართალდამცველებს სრულ უნდობლობას უცხადებს.

გამოკითხულთა შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც კითხვაზე ცალსახა პასუხი არ აქვთ. კვლევის მიხედვით,

29 პროცენტი უფრო ენდობა ვიდრე არ ენდობა; 32% ნაწილობრივ ენდობა, ნაწილობრივ -არა; 8% კი სრულ უნდობლობას გამოხატავს;

საზოგადოებრივი აზრის კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" (CRRC) 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. ცდომილება 2, 3%-ია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×