
თამაზ ელიზბარაშვილს გულზე ოპერაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ მან თავად დაუდასტურა.
"ახლა გამოკვლევებზე დავდივარ. მეუბნებიან, რომ სტენდირებას გამიკეთებენ“, - ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი.
მისი თქმით, ჯანმრთელობა მას შემდეგ გაუუარესდა, რაც ცხოველთა თავშესაფრის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
"16 წელი უანგაროდ ვემსახურე ამ ქვეყანას. ჩემი ჯიბით ვაფინანსებდი ამ თავშესაფარს. ყველა რესურსი ამოვწურე უკვე. რა თქმა უნდა, ვნერვიულობ - ბოლოსდაბოლოს ცოცხალი ადამიანები დარჩნენ უმუშევრად, რომლებსაც ზურგს უკან ოჯახები ჰყავთ. იძულებული გავხდი, რომ მხოლოდ 6 თანამშრომელი დამეტოვებინა. რკინის ხომ არ ვარ?!“, - ამბობს ელიზბარაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ ცხოველთა თავშესაფრის ადმინისტრაციამ თავშესაფრის დახურვის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.