(რეზონანსი) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, რის გამო ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, „ბმვ"-ს მარკის ავტომობილი ჯერ სატვირთოს, შემდეგ კი ჯიპს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად "ბმვ"-ს ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. დაშავებულები კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანა.
"საშინელება მოხდა, „ბმვ"-ს მარკის ავტომობილი ჯერ სატვირთო ავტომაქანას შეეჯახა, შემდეგ კი - ჯიპს. ბიჭი მანქანაში ჩაიჭყლიტა, ახალგაზრდები აქეთ-იქით ეყარნენ" - განუცხადა "დიანიუსს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა
მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.