რეზონანსი
06.04.2019

 (რეზონანსი) რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით, ინტოქსიკაცია ხუთმა პირმა მიიღო. მათგან, 5- თვის და 3- წლამდე ასაკის ორი ბავშვია.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბავშვები ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა, უფროსები კი ცენტრალურ საავადმყოფოში.

ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ამ ოჯახში ინტოქსიკაციის ფაქტი ბოლო პერიოდში უკვე მეორედ დაფიქსირდა. თავდაპირველად, ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლიდან მოხდა მხუთავი აირის გაჟონვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×