რეზონანსი
06.04.2019

 (რეზონანსი) პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე პირობა დადო, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად აშენდება. მამუკა ბახტაძემ, ეს განცხადება ზუგდიდში გააკეთა სადაც დღეს „ქართულმა ოცნებამ" მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია წარადგინა.

ამასთან პრემიერმა სპეკულაცია უწოდა განცხადებებს, რომლის მიხედვით პორტის მშენებლობის პროცესს საფრთხე ემუქრება.

„მე ბევრი სპეკულაცია მესმის ანაკლიის შესახებ. მინდა სრული პასუხისმგებლობით კიდევ ერთხელ გითხრათ, როგორც ადამიანმა, რომელსაც ძალიან დიდი დრო და ენერგია აქვს დახარჯული იმისთვის, რომ ანაკლია შედგეს - მე გპირდებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი აუცილებლად შედგება. შედგება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×