რეზონანსი
06.04.2019

 (რეზონანსი) 3 წლის ელენე შულაიამ ურთულესი დაავადება, ლეიკემია დაამარცხა - ამის შესახებ გოგონას დედა სოციალურ ქსელში წერს.

"ჩემო კეთილო ადამიანებო დადგა ეს ნანატრი დღეც, როდესაც ყველაფერი დამთავრდა ამდენი ნერვიულობის შემდეგ. დიახ დღეს ყველაზე ბედნიერი ვარ რადგანაც მეორედ დავიბადეთ მე და ჩემი შვილი. ელენემ ეს შეძლო, მან ლეიკემია დაამარცხა და ეს ჩემი ძალიან მაგარი ადამიანების და პროფესიონალი ექიმების წყალობით მოხდა. თქვენ რომ არა ასეთ რთულ პერიოდში არ ვიცი რა მეშველებოდა. ვერ ავღწერ იმ ყველაფერს რაც ამ ხნის განმავლობაში გამოვიარე ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ უფლის წყალობით და თქვენი თანადგომით შევძელით და გადავლახეთ.

მინდა ვთქვა, რომ ორმაგად ძლიერი ვარ და ვერცერთი სირთულე ვეღარ შემაშინებს.უფალს ვთხოვ ყველა მშობელს შვილი კარგად ჰყავდეს. შვილი ეს ხომ უფლის სასწაულია. ჩემი გოგო უფალმა მეორედ მაჩუქა, ჩემი ანგელოზი.ამ ხნის განმავლობაში უამრავი შეტყობინებები მომდიოდა უცნობი, ნაცნობი, ნათესავი, მეგობარი ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობდა ჩემი შვილის ამბავს, უზომოდ მიხაროდა ეს ყველაფერი ჩემო კეთილო ადამიანებო, თქვენ მე ძალა მომეცით მადლობას მოგახსენებთ ასეთი თანადგომისთვის, სიყვარულისთვის, სიკეთისთვის.უფალმა გაგახაროთ და ბედნიერები გამყოფოთ - წერს ელენეს დედა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×