რეზონანსი
06.04.2019

 (რეზონანსი) პირველად რეგიონში, საქართველოში ელექტრომობილების წარმოება იწყება.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამიერკავკასიაში ეკო მიმართულებით მომუშავე, პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაციაზე განაცხადა.

უკვე ცნობილია, რომ ელექტრომობილების ქარხანა ქუთაისში აშენდება:

"მინდა, დიდი სიხარულით მოგაწოდოთ ინფორმაცია, კომპანია ჩანგანმა, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ელექტრომობილების მწარმოებელი, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ საქართველოში აშენდება ელექტრომობილების ქარხანა და უკვე 2020 წლიდან ჩვენ შევძლებთ, ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები. ჩვენ შევარჩიეთ ქალაქიც. ელექტრომობილების ქარხანა აშენდება ქუთაისში",-აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის განმარტებით, ქარხანა 40 000 ავტომობილს გამოუშვებს, რომელთაგან 50% იქნება შიდა ბაზრისთვის განკუთვნილი, ხოლო 20 000 ავტომობილი გავა ექსპორტზე ევროკავშირში.

"ელექტრომობილები საქართველოში წარმოებული წარწერით "made in Georgia"იქნება მთავარი საექსპორტო პროდუქტი ევროპულ ბაზარზე საქართველოდან. 4 მოდელის ელექტროავტომილებს დავამზადებთ და ის ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება",-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×