რეზონანსი
06.04.2019

 (რეზონანსი) ინფორმაციას ციხის თანამშრომლების დაკავების შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის 5 თებერვალს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ქსნის N15 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორი მსჯავრდებულისათვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) 6 თებერვალს წარედგინა. 7 თებერვალს კი მას სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×