რეზონანსი
06.04.2019

 (რეზონანსი) უახლოეს დღეებში თბილისში Car sharing-ის, მანქანების გაზიარების სერვისი ამოქმედდება.

სიახლის შესახებ დედაქალაქის მერმა დღეს კომპანია აი გრუპის პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა. მანქანების გაზიარების პროექტს თბილისის მერია სწორედ აღნიშნულ კომპანიასთან ერთად განახორციელებს.

კახა კალაძის თქმით, ელექტრომობილები თბილისის სხვადასხვა უბნებში განთავსდება. მომხმარებელს შეეძლება ისინი მობილური აპლიკაციის მეშვეობიტ დაჯავშნოს, ისარგებლოს და შემდეგ დააბრუნოს.

კიდევ ერთი სიახლე მანქანების გაზიარების სერვისში ჩართული ელექტროძრავიანი ავტომობილების დამუხტვას შეეხება. კალაძის განცხადებით, ავტომობილების დამუხტვა მზის პანელებიდან მიღებული ენერგიით იქნება შესაძლებელი, რომელსაც ასევე ახლად შექმნილი კომპანია აი გრუპი აწარმოებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×