არმიის სამოქალაქო კონტროლის ხელმძღვანელი დავით ნემსაძე სოციალურ ქსელში წერს:
"ეს უნდა იცოდეთ. მალხაზ ჩუგოშვილი შევარდნაძის დროინდელი კორუმატორი პერსონა წარმატებით თანამშრომლობდა უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურებთან. გრანტების მეშვეობით ათეთრებდა ფულს. ადამიანთა უფლებების დაცვის ფსევდომოტივით მან წარმატებით შეასრულა სპეცსამსახურების დავალება. მალხაზ ჩუგოშვილს, იგივე ჩიგოევას ევალებოდა შეესწავლა საზოგადოებრივი პლატფორმა და ხელი შეეწყო არასამთავრობო სექტორის წარმოშვებისთვის.
მას იცნობდნენ როგორც ღრმად მორწმუნე მმარხველს, რომელიც მიილტვოდა ბერული ცხოვრებისკენ. სინამდვილეში მალხაზ ჩიგოევი ჩუგოშვილი აღნიშნული ლეგენდით ფარულად სწავლობდა სასულიერო სექტორს დღეს უკვე აშკარაა, რომ ამას სადაზვერვო ინტერესებით აკეთებდა. მოგვიანებით, მის მიერ შეჯერებულ ინფორმაციულ ბაზაზე აღმოცენდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვა ფსევდოუფლებადამცველი ორგანიზაციები და ცენტრები. ერთ-ერთი ასეთი ააიპი ორგანიზაციას თავადაც მეთაურობდა, რომელსაც ფინანსურ თანადგომას უწევდა სოროსის ფონდი და დონორი საელჩოები მათ შორის ჰოლანდიის და დანიის საელჩოები.
რაც შვილი თამარი გააპარლამენტარა, მორწმუნე მამა მალხაზი "თიბისი ბანკში" წამყვან თანამდებობაზე დაინიშნა, სადაც დღემდე მუშაობს.
სწორედ ასეთ "ორგანიზაციებში", ანუ საგარეო დაზვერვის ბუნაგებში აღიზარდა თამარ ჩუგოშვილი, იგივე თამარ ჩიგოევა მან აგრესიული ჟინით გააგრძელა მამის საქმიანობა და ღირსეული წვილი შეიტანა ქართულ ტრადიცია-ღირებულებებთან ბრძოლაში.
გარკვეული დროის შემდეგ რაც მისი პერსონა ჩაითვალა სანდოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურებისთვის
ივანიშვილს მოსთხოვეს მისი საპარლამენტო სიაში შეყვანა და აქციეს ვიცე-სპიკერათ რათა საკანონმდებლო დონეზე მოეხდინა ანტიეროვნული იდეების დაკანონება-იმპლემენტაცია.
შესაძლოა თქვენთვის უცხოა თუ რატომ მოახდინა ჩიგოევამ პატრიარქის სიტყვების შეურაცხყოფა, მაგრამ ის ამ დროს ასრულებდა ფარული პატრონის უმთავრეს დავალებას რაც მოიცავდა უწმინდესის მიმართ დამცირებას და დაგმობის ღონისძიებას ქართული საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან ამის ჩადენა მხოლოდ იდეური ნაბიჯი არ იყო.
თამარ ჩიგოევას "ოცნების" ოფისში შესთავაზეს რამოდენიმე ვარიანტი უხერხული სიტუაციიდან გამოსვლის, თუმცა მან განაცხადა რომ ეს მისი შეგნებული ნაბიჯი იყო და ბოდიშის მოხდას არც ფიქრობს.
ერი ბორგავს საპატრიარქო დუმს უცხო ქვეყნის დაზვერვა კი წარმატებით მუშაობს. სულ ცოტაც და ქვეყანას სახელს გადაარქმევენ".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე