რეზონანსი
07.04.2019

 (რეზონანსი) ქართველმა სტრონგმენმა კონსტანტინე ჯანაშიამ მეტსახელად „ქართველი ხარი", უძლიერეს მამაკაცთა შორის ევროპის ჩემპიონატზე, მორიგ წარმატებას მიაღწია. ინგლისის ქალაქ ლიდსში გამართულ ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

„ქართველი ხარი" ინგლისში ევროპის ვიცე-ჩემპიონის რანგში ჩავიდა. ქუთაისელმა გოლიათმა შესანიშნავად იასპარეზა და 9 სპორტსმენს შორის მესამე ადგილი დაიკავა.

ჯანაშია პირველი პროფესიონალი ქართველი სტრონგმენია, რომელიც უმაღლეს დონეზე ასპარეზობს. ძალოსანი 13-16 ივნისს, ფლორიდაში (აშშ) გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.

 

 

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×