რეზონანსი
08.04.2019

 დიღმის მასივში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მდგომარეობის შესწავლას ექსპერტები დღეიდან განაახლებენ. საცხოვრებელი კორპუსის ვარგისიანობისა და ავარიულობის შესახებ დასკვნა კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. დიდუბის რაიონის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ექსპერტების პირველადი შეფასებით, საცხოვრებელი კორპუსის ორი სადარბაზო საცხოვრებლად ვარგისია, ხოლო ორი სადარბაზო კი სრულად დაცლილია. საცხოვრებელი ადგილის დატოვება ჯამში 23 ოჯახს მოუწია.

ამ დრომდე აფეთქების ადგილზე უსაფრთხოების ნორმები მკაცრადაა დაცული და 24-საათიან რეჟიმში დაცვის პოლიცია და სამართალდამცველები იცავენ კორპუსს მოროდიორობისა და ძარცვის თავიდან ასაცილებლად. კორპუსის მიმდებარე ტერიტორია სრულად შემოსაზღვრული.

რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლოეობას, მათ გუშინ ნივთების ნაწილი მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ გაიტანეს, დარჩენილ ნაწილს კი სავარაუდოდ დღეს გაიტანენ. დიღმის მასივში აფეთქებისას დაშავებულებიდან 6 ამ დრომდე კლინიკებში რჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×