რეზონანსი
08.04.2019

 5 აპრილს რუსეთიდან ქართველი "კანონიერი ქურდი" ასლან ქობულაძე გააძავეს. ის 2011 წელს რუსეთში დააკავეს და ნარკოდანაშაულის ბრალდებით სასჯელს ვლადივოსტოკის ციხეში იხდიდა. ქობულაძე მართლმსაჯულებისგან თავის დაძვრენას ფსიქიკური პრობლემების სიმულაციით ცდილობდა, თუმცა ორგზის ჩატარებულმა სამედიცინო ექსპერტიზამ ის შეურაცხადად არ ცნო.

2018 წლის 16 თებერვალს მას სასჯელის ვადა ამოეწურა და დროებით არალეგალი მიგრანტებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ცენტრში გადაიყვანეს. 5 აპრილს კი რუსეთმა მისი ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა.

დეპორტაციის ყველაზე რეალურ მარშუტად საქართველო ითვლებოდა, ვინაიდან წარმომავლობის გარდა, ასლან ქობულაძის სახელთან აქ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა დაკავშირებული. გასული წლის ივლისში ქართველმა სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს "ასლან ბათუმსკის" საცხოვრებელ სახლში, მისი ვაჟი ბადრი ქობულაძე კი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. მიუხედავად ამისა, ქართულმა მხარემ "კანონიერი ქურდის" მიღებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც ის რუსეთიდან თურქეთში დაადეპორტეს. 5 აპრილიდან ქობულაძე უკვე სტამბულის აეროპორტშია.

უცნობია, რატომ თქვა უარი ქართულმა მხარემ რუსეთიდან დეპორტირებული "კანონიერი ქურდის" მიღებაზე.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×