რეზონანსი
08.04.2019

 (რეზონანსი) იტალიის ქალაქ მოლფეტაში, საქართველოს მოქალაქე ნიჩბით ხელში კაფე-ბარის სტუმრებს დაესხა თავს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი წელს ზემოთ შიშველი იყო.

თვითმხილველების თქმით, საქართველოს მოქალაქე ბარში წელს ზემოთ შიშველი შევიდა და განაცხადა, რომ გულის არეში ტკივილს გრძნობს. მოგვიანებით, მან ნიჩაბი აიღო და სტუმრებს დაესხა თავს.

კაფეს მეპატრონემ პოლიცია გამოიძახა, თუმცა თავდამსხმელი კარაბინიერების მოსვლამდე გაიქცა. პოლიციელებმა ის ბართან ახლოს, ნაგვის ბუნკერზე შენიშეს.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მას სხეულზე ჭრილობები აღენიშნებოდა. მათივე თქმით, მამაკაცს სავარაუდოდ მხედველობის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მანქანა დაეჯახა.

ამჟამად მამაკაცი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×