რეზონანსი
08.04.2019

 (რეზონანსი) გორის რაიონში, სოფელ სობისში სამი კვირის ბავშვი გარდაცვალა. ჩვილი გარდაცვლილი მშობლებმა საწოლში ნახეს.

"პრაიმტაიმი" ცნობით, არსებული ინფორმაციით, ჩვილს დაბადებიდან ერთი ფილტვი არ გაეხსნა, რაც სავარაუდოდ, მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

როგორც „პრაიმტაიმს" უწყებიდან აცნობეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×