რეზონანსი
08.04.2019

 (რეზონანსი) გორში, ტექნიკის მაღაზია „ალტა ოქეი" გაქურდეს. წაღებულია მობილური ტელეფონები.

როგორც „ალტა ოქეის" თანამშრომლები აცხადებენ, მძარცველები, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ, არასრულწლოვნები იყვნენ.

მაღაზიის თანამშრომლების განცხადებით, შემთხვევას თვითმხილველები ჰყავს და ფაქტი იქვე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამაც დააფიქსირა. მათივე თქმით, დამნაშავეებმა მაღაზიის მინის კარი ჩაამტვრიეს.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს „ალტა ოქეის" გაქურდვის მეორე შემთხვევაა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×