რეზონანსი
08.04.2019

 (რეზონანსი) გო­რის ახალ­გაზ­რდუ­ლი მოძ­რა­ო­ბა "დრო­ას" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კატო კო­ტო­ლაშ­ვი­ლი ფე­ის­ბუ­ქზე ოზურ­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი ოჯა­ხის გა­უ­საძ­ლი­სი ყო­ფის შე­სა­ხებ წერს:

"ქმა­რი 47 წლი­საა, თავ­ში სიმ­სივ­ნე აქვს და აუ­ტა­ნელ ტკი­ვი­ლებს ებ­რძვის, არ ეს­მის და გა­რე­სამ­ყა­როს­თან თით­ქმის არ კონ­ტაქ­ტობს, მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რებ­თან აქვს კო­მუ­ნი­კა­ცია, მათ­თვის გა­სა­გე­ბი მი­მი­კე­ბით და ჟეს­ტე­ბის ენით. ეგეც ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად. ცოლი - მაკა, სულ რა­ღაც 40 წლი­საა, ჩემ­ზე 7 წლით დიდი, და ალ­ბათ 27 წლით უფ­როსს გავ­და, ცხოვ­რე­ბის­გან ისეა და­ტან­ჯუ­ლი. რო­გორც მი­თხრა აფხა­ზე­თი­დან არის დევ­ნი­ლი, ცნო­ბი­ლი კად­რე­ბი რო­მაა, გე­მით რომ გა­მო­ყავთ ხალ­ხი, აი, იმ გე­მის ერთ-ერთი მგზავ­რია.

როცა არც წვიმს და არც ქა­რია, მაკა და ემ­ზა­რი სახ­ლის წინ სხე­დან ასე... მთე­ლი დღე. ყო­ველ ათ წუთ­ში ერთხელ სთხოვს ეტ­ლი­დან ად­გო­მას, ერთ წუთს ჩერ­დე­ბა და ჯდე­ბა ისევ. და მერე სი­გა­რეტს უკი­დებს. ჩემი იქ ყოფ­ნი­სას იმ­დენ­ჯერ გან­მე­ორ­და პრო­ცე­სი, ერთხე­ლაც ვთხო­ვე სუ­რათს გა­და­გი­ღებთ-მეთ­ქი. რა­ღაც­ნა­ი­რი სევ­დი­ა­ნი და თან მზრუნ­ვე­ლო­ბით სავ­სე კად­რე­ბი იყო.

პა­ტა­რა გულო ყავთ, 11 წლის, შე­იძ­ლე­ბა იცო­დეთ კი­დეც მისი ვი­დეო, თუ არა­და ლინკს კო­მენ­ტა­რებ­ში დავ­დებ. "სი­კე­თის ქა­ლა­ქი", ემიგ­რან­ტე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სია ეხ­მა­რე­ბა პე­რი­ო­დუ­ლად. ოჯახს მარ­თლა ძა­ლი­ან უჭირს, საკ­ვე­ბი, ტან­საც­მე­ლი, ჭურ­ჭე­ლი... ბევ­რი რამ ჭირ­დე­ბათ ყო­ველ­დღი­უ­რად. მცი­რე მუდ­მი­ვი შე­მო­სა­ვა­ლი კი აქვთ (მემ­გო­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის სა­ხით), მაგ­რამ პამ­პერ­სებს და წამ­ლებ­საც კი არ ყოფ­ნი­სო. ძა­ლი­ან მძი­მე ის­ტო­რი­ებს მო­მიყ­ვა, იმ­დენ­ჯერ აუც­რემ­ლი­ან­და თვა­ლე­ბი, ისე­თი დამ­ღლე­ლი და აუ­ტა­ნე­ლი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ჰქო­ნია, ხალ­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მოც, გული მო­მიკ­ვდა... იქ­ნებ რამე მო­ვი­ფიქ­რო, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­ვეხ­მა­რო".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×