რეზონანსი
08.04.2019

 (რეზონანსი) სამეფო ოჯახს შორის არსებული დავა ერთადერთ მიზანს ემსახურება, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ცდილობს, მის ყოფილ მეუღლეს 90 000 ლარი სასამართლო დავის მეშვეობით წაართვას, - ამის შესახებ განცხადებას დავით ბაგრატიონის ადვოკატი ლევან ჩხეიძე აკეთებს.

"რატომ მიდის დავა ამ 90 000 ლართან დაკავშირებით?! ქალბატონი ანა ეუბნება, რომ ეს ჩვენი თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონებაა. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ეს თანაცხოვრება უკვე შეწყვეტილი იყო. ყველანაირი დოკუმენტაცია არსებობს იმისა, რომ მათ 2013 წელს თანაცხოვრება შეწყვეტილი ჰქონდათ. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე კარგავს 90 000 ლარს. ამიტომ, მათ წამოწიეს ძალადობის ელემენტი", - განაცხადა ლევან ჩხეიძემ.

გარდა ამისა, ადვოკატი პრესკონფერენციაზე მსახიობ შორენა ბეგაშვილის გამკითხვას გამოეხმაურა. ადვოკატი ამბობს, რომ შორენა ბეგაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩანერგილი აგენტი იყო, რადგან წინა ხელისუფლების ინტერესში არ შედიოდა კონსტიტუციური მონარქის აღდგენა, ხოლო იმის გამო, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი "გაეშავებინათ", აგენტად შორენა ბეგაშვილი მიუჩინეს.

შეგახსენებთ, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ შესაძლო ძალადობის საქმეზე შორენა ბეგაშვილი და კიდევ ერთი ქალი გამოიკითხება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×