რეზონანსი
08.04.2019

 (რეზონანსი) გუშინ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 21 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება არ მომხდარა, თუმცა მკურნალობას ექვემდებარება, - ამის შესახებ განცხადებას დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე აკეთებს.

21 წლის ახალგაზრდა სხეულის 35 % დამწვარი აქვს.

"დღეისათვის, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია, მკურნალობას ექვემდებარება. პროცესი განსაკუთრებული გართულებების გარეშე მიმდინარეობს. ახალგაზრდა ქირურგიული ჩარევისათვის მზადდება - ხელის მტევნებზე გადაენერგება საკუთარი კანი. - ამბობს ქაშიბაძე "პრაიმტაიმთან".

დიღმის მასივში ხუთსართულიანი კორპუსის მე-3 სართულზე მომხდარმა აფეთქებამ სამი საცხოვრებელი სახლის შიდა და გამყოფი კედლების ნგრევა გამოწვია.

შემთხვევის შედეგად დაშავებულია 8 მოქალაქე. მათგან ერთი 7 თვის ჩვილია. აფეთქებამ 4 ავტომობილი დააზიანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×