(რეზონანსი) ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს..
დალოცვილო, თუ ერის მამობაზე გაქვს პრეტენზია და გსურს, რომ ნაკეთები სიკეთე დაგიფასდეს, გაიარე ხალხში, მოუსმინე მათ, ან სულაც ამბის მომტანი ადამიანები მაინც შეარჩიე და შემოიკრიბე...
არ შეიძლება ჩადიოდე რეგიონებში და შენს გეგმებს აცნობდე იქაურებს, არ ეკითხებოდე რა სურთ, რა აწუხებთ და რა სჭირდებათ, პირველ რიგში... არ მიმაჩნია სწორად, როცა ყველას მაგიერ ცდილობ იფიქრო და აკეთო ის, რაც მხოლოდ შენ მიგაჩნია სწორად...
დავიწყოთ იქიდან, რომ დასასჯელი უნდა დაისაჯოს, მაღალ ეშელონებში კორუფცია უნდა აღმოიფხვრას და სამართლიან, მოაზროვნე საზოგადოების ჩამოყალიბებას უნდა შეუწყო ხელი... სამართლიანობის, უთანასწორობის განცდაა ხალხში ჩაბუდებული და ამას უნდა გამოსწორება...
ქართული, ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა უნდა გახდეს პრიორიტეტი და არა რაღაც, ფსევდოევროპული, უზნეო სახელმწიფოსი...
ხელი შეუწყეთ სოფლის მეურნეობის განვითარებას და გახსენით სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოები...
არ სჭირდება თბილისს 50 ცოდნის არმომცემი უნივერსიტეტი... გადანაწილეთ ისინი რეგიონებში...
გურია, სამეგრელო, რაჭა, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, მთა სულს ღაფავს და დროზე მიხედეთ... დააბრუნეთ ხალხი თავის მიწაზე.... თბილისში საშოვარზე ჩამოსულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება...
აღადგინეთ ჩაწერის ინსტიტუტი, განტვირთეთ თბილისი...
ჩვენც გვეშელება და ჩამოსულებსაც...
-საშუალო ფენა სჭირდება ქვეყანას...
-ძლიერი გლეხი სჭირდება ქვეყანას...
-განათლებულინ ახლგაზრდობა სჭირდება ქვეყანას...
-სამართალი და მომავალის იმედი სჭირდება ხალხს...
-იმედი და არა ოცნება...
პ.ს. აბა ჰე, ხვალიდანვე შეუდექით საქმეს... იდეებს გზა და გზა მოგაწვდით...
მომიტევეთ და თქვენი და თქვენი "გუნდის" იმედი არა მაქვს... უბრალოდ, წერილებს ჩვენც ვწერთ..." - ბადრი ჯინჭარაძე, ოცნების ყოფილი მხარდამჭერი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე