რეზონანსი
09.04.2019

 მადლობა - ეს სიტყვა 9 აპრილის მემორიალთან ახალგაზრდებმა სანთლებით ასფალტზე დაწერეს. მოქალაქეები და აქტივისტები ამ წუთებში 9 აპრილის მემორიალთან არიან შეკრებილი და ამ დღეს დაღუპულებს პატივს  მიაგებენ.

9 აპრილის მემორიალთან რამდენიმე პოლიტიკოსიც გამოჩნდა. მემორიალთან მივიდა კონსტანტინე გამსახურდია, რომელმაც განაცხადა, რომ  ეს დღე იყო გარდამტეხი და საამაყო  საქართველოს ისტორიაში.

"გარწმუნებთ, რომ ჩვენ კიდევ ბევრ სასაწაულს და გამარჯვებას ვიხილავთ ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა გამსახურდიამ.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს კი, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×