ეკონომიკური დანაშაულის დონით რუსეთი მსოფლიოს ხუთეულშია შესული. ამის შესახებ სააუდიტორო კომპანია Pricewaterhouse Coopers (PwC)-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი იუწყება, რომელიც მსოფლიოს 54 ქვეყანაში ჩატარდა. უგანდასთან ერთად გაყოფილი მეოთხე ადგილი რუსეთმა ფულის ხშირი მიტაცების, მექრთამეობის, კორუფციისა და საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების შესყიდვისას თაღლითობის გამო დაიმსახურა.
საერთაშორისო ორგანიზაციის გარდა, რუსეთში ეკონომიკური პრობლემების შესახებ ქვეყნის გენერალური პროკურორიც საუბრობს.
ამავე დროს, თავად ოფიციალური მოსკოვის მონაცემებით, 2017 წელთან შედარებით წელს რუსეთში საკრედიტო-ფინანსური მაქინაციების ფონზე ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი სამჯერ გაიზარდა და 2017 წლის 63.7 მლრდ-თან შედარებით 171 მლრდ რუსული რუბლი შეადგინა ($2,645 მლრდ). ამის შესახებ გენერალური პროკურორის, იური ჩაიკას მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ფედერაციის საბჭოში გადაიგზავნა:
"საბანკო ბარათებისა და ელექტრონული საფულეების მეშვეობით სულ უფრო და უფრო მეტი ქურდობა და ყაჩაღობა ხდება. გარდა ამისა, ყაჩაღობის ფორმებმაც ტრანსფორმაცია განიცადა, გადახდის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით თაღლითობის აქტივიზაცია: საბანკო ბარათები, ელექტრონული საფულეები და სხვა ელექტრონული საგადასახადო სისტემები", - წერია ანგარიშში.
Pricewaterhouse Coopers (PwC)-ის მონაცემებით, 2016-2017 წლებში რუსეთში გაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომელიც ეკონომიკური დანაშაულის წინაშე აღმოჩნდნენ. 2015 წლის მონაცემებით, თაღლითობის შესახებ პოლიციაში განაცხადი დაზარალებულების 48%-მა შეიტანა, ხოლო 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი გაიზარდა და 66% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის გარდა მძიმე ეკონომიკური დანაშაულების მიხედვით ხუთეულში მოხვდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, კენია, საფრანგეთი, რუსეთი-უგანდა და მეხუთე ადგილი ზამბიამ დაიკავა.
საკრედიტო-ფინანსური დანაშაული გარდა დაითვალეს მთლიანობაში რამდენი მილიარდით დაზარალდა ქვეყანა და მისი მოსახლეობა ეკონომიკური მაქინაციების გამო. ამ რიცხვმა დაახლოებით 400 მლრდ რუსული რუბლი შეადგინა.
გასული წლის კვლევის თანახმად, რუსეთი მერვე ადგილზე იყო, ხოლო წელს კი უგანდასთან ერთად მეოთხე ადგილი დაიკავა.