ტატა შოშიაშვილი
09.04.2019

 უკრაინაში რუსული სარაკეტო სისტემა "ისკანდერისთვის" მახეებია დაგებული. უკრაინელმა სამხედროებმა გამოსცადეს კონტრბატარეის რადარი, რომელიც შორი მანძილიდან ჭურვების, ბომბებისა და რაკეტების გაშვების დანახვის საშუალებას იძლევა. ამის მეშვეობით უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსი არტილერისტების ადგილსამყოფელის გაგებას და მათ განადგურებას გეგმავენ.

სახელმწიფო კონცერნ "უკრობორონპრომის" პრესრელიზის თანახმად, რადარი მიკროტალღურ დიაპაზონში მუშაობს, ხოლო ძლიერი ციფრული სისტემა საბრძოლო მასალის მოძრაობის ტრაექტორიას ადგენს.

აღსანიშნავია, რომ მსგავს რადარს რუსული მხარეც ფლობს, რომელსაც შეუძლია თვითმართვადი და მართული ჭურვების აღქმა 45 კილომეტრის დაშორებით და ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების აღმოჩენა 65 კილომეტრში. რუსეთმა ზოოპარკ-1მ-ის ტიპის რადარი თავისი შეიარაღების სისტემაში 2008 წელს დაამტკიცა და პირველად სირიაში გამოიყენა.

უკრაინულ სისტემას არაოფიციალურად ზოოპარკ-2-ს უწოდებენ, რადგან ნაღმტყორცნებს 30 კილომეტრის მანძილზე აღიქვამს; აღიქმება 30-40 კილომეტრის დაშორებით არსებული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 55 კილომეტრში არსებული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები.

ცნობისთვის, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსული და უკრაინული რადარები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, რადგან მათი შემუშავება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც რუსეთი და უკრაინა ერთი ქვეყნის შემადგენლობაში (სსრკ-ში) შედიოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×