ია აბულაშვილი
09.04.2019

 "ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდში არჩევნები მოიგოს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" 19 მაისს შუალედურ არჩევნებში ოპოზიციისა და ხელისუფლების გამარჯვების შანსებზე ესაუბრა.

"რეზონანსი": ექსპერტთა და ანალიტიკოსთა აზრით, ხელისუფლებას ყველაზე მეტად სამეგრელოში უჭრს და ქულების დაწერას ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმით ცდილობს. თქვენი აზრით, ამ თემის წამოწევა რამდენად არის ხელისუფლებისთვის გარანტი, რომ ზუგდიდში არჩევნები მოიგოს?

იგორ კვესელავა: საერთოდ დიდი ადამიანების დაღუპვა ყოველთვის ბურუსში ეხვევა და სხვადასხვა ვერსიები ითხზვება, რომლებიც აძნელენებს სიმართლის დადგენას. ამიტომ, ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ საქმე ბოლომდე იქნეს გამოძიებული და დადგინდეს სიმართლე.

რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის დროს ზვიად გამსახურდიას თემის წამოწევას, რათ თქმა უნდა საზოგადოებაში აღქმება, რომ არჩევნებს უკავშირდება და ოპოზიციაც და ხელისუფლებაც დაიტერესებულია, რომ მოსახლეობის მხარდაჭერა მოიპოვოს. თავის დროზე მიშა სააკაშვილს მთავრობაში ჰყავდა ზვიადის თანამოაზრეები, ეკა ხერხეულიძე, ლელა ოჩიაური, ნუგზარ წიკლაური და სხვები. მისი ხელისუფლების დროს გადმოასვენეს ზვიად გამისახურდია და დაკრძალეს მთაწმინდაზე, მარამ ეს ნაბიჯებიც საზოგადოებაში აღქმული იყო, როგორც პოპულისტური ნაბიჯები და ზვიადის სახელის გამოყენება.

ბიძინა ივანიშვილი პრაგმატული პოლიტიკოსია და რატომ არის გასაკვირი, რომ მან პრაგმატული ნაბიჯები გადაგას, გამოძიებული იქნეს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე, რაც ხელისუფლების ვალდებულებაა; თანაც იგი დაპირდა სამეგრელოს მოსახლეობას, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება ინფრასტურტქტურული პროექტები, აშენდება ეკლესია და ზვიად გამსახურდიას სახელობის მუზეუმი. ეტყობა ოპოზიცია შეეშინდა, რომ სამეგრელოს მოსახლოების დიდი ნაწილის ყურადღება სწორედ აქეთკენ იქნება მიპყრობილი. მაგრამ სამგერელოში არის გარკვეული ჯგუფი, რომელსაც რაც არ უნდა დაპირდეს ხელისუფლება ერთ პოზიციაზე დგას, მაგრამ ეს არის ძალიან მცირე ჯგუფი.

"რ": ოპოზიცია თვლის, რომ ყველაზე დიდი დასაყრდენი სწორედ სამეგრელოში აქვს და სანდრა რულოვსის გამარჯვებას შუალედურ არჩევნებში ეჭვქვეშ არ აყენებენ, ხელისუფლების მცდელობას კი უსუსურს უწოდებენ.

ი.კ: სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სანდრა რულოვს მართლაც ჰქონდა სამეგრელოს მოსახლეობის კეთილგანწყობა, მეგრული ენაც ისწავლა და მოსახლეობა აღტაცებითაც ხვდეობდა. მაგრამ, ახლა ვფიქბრობ, რომ სუსტი პოზიციები აქვს, რადგან გინდაც სანდრა რულოვსი გახდეს ზუგდიდის მერი ხელისუფლების გარეშე რა შეუძლია რომ გააკეთოს.

ხელისუფლებისთვის კი ზუგდიდში გამარჯვებას ნამდვილად აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა, არა მხოლოდ ამ შუალედურ არჩევნებში, არამედ 2020 წლის არჩევნებში, ამიტომ დარწმუნებლი ვარ, რომ ხელისუფლება ზუგდიდში გაიმარჯვებს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×