ია აბულაშვილი
10.04.2019

 "ბიძინა ივანიშვილს ლაპარკის დრო აღარ აქვს, იგი სასწრაფოდ უნდა განთავისუფლდეს ამ ავანტურისტებისგან, რომლებმაც ფულის შოვნას სამშობლო შესწირეს და წესიერ ხალხთან ერთად გადაარჩინოს ქვეყანა"- ასე აფასებს მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ბიძინა ივანიშვილის ტელეინტერვიუს.

"ბიძინა ივანიშვილის ტელეინტერვიუდან ის შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სიმართლეს და სინაღდეს მხოლოდ ეს ერთი კაცი ამბობს, ოპოზიცია და მისი გუნდის წევრების უმეტესობა კი ცალ კაში თამაშობენ.

"ბიძინა ივანიშვილი ამ ხროვაში ყველაზე წესიერი კაცი ჩანს, რომელსაც უნდა რომ საქმე აკეთოს. იცით რას მაგონებს დღევანდელი სიტუაცია, უსინათლო კაცს გვერდით წესიერი კაცი რომ უდგას და უნდა სწორ გზაზე გაიყვანოს, ის კი ჯიუტობს და ამის საშუალებას არ აძლევს.

"ივანიშვილს გონება არ აკლია, მგლების ქვეყანაში მილიონებს რომ იშოვნი და იქიდან გამოიტან, ჭკვიანი ხარ, აბა, რა ხარ? მაგრამ, რადგან ახლა პოლიტიკაში თავი შეყო და ერის პირველკაცობა ითავა, გონებას უნდა მოუხმოს; ლაპარაკის დრო აღარ დარჩა.

"გამარჯვების ფასიც ძალიან კარგად იცის, და თუ გამარჯვება უნდა, დროზე ჩამოიშოროს ეს ავანტურისტები, რომლებმაც ფულის შოვნას სამშობლო შესწირეს და წესიერ ხალხთან ერთად გადაარჩინოს ქვეყანა. ეს ეხება განურჩევლად ყველა პარტიას და მის ლიდერს - "ოცნებას", "ნაცებს", "იმედს", "გაზაფხულს"... თუ კიდევ სხვებს მყვირალა სახელები რომ დაირქვეს" - განაცხადა "რეზონანსთან" გივი სიხარულიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×