რეზონანსი
10.04.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამარტული გუშინდელი მიღებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

„პრეზიდენტის ინსტიტუტი არის მაინც პრეზიდენტის ინსტიტუტი. პერსონებისგან დამოუკიდებლად. ამიტომაც პრეზიდენტის სასახლეში 9 აპრილის ორივე თარიღის (1989, 1991) აღნიშვნა არის დადებითი ამბავი. თორემ ყველა პუტჩისტი, მკვლელი, ГРУ-ს მეავტომატე, ჯალათი სასარგებლო იდიოტებთან და თავიანთ აზრებთან ერთად 100 000-ჯერ რომ ჯოჯოხეთის გეენაში მყავს გასტუმრებული, არასოდეს ყოფილა საიდუმლო.

1992 წლიდან 2018 წლის ჩათვლით არც ერთ პრეზიდენტს თავში აზრად არ მოსვლია, ეს თარიღი აღენიშნა! ან დაეპატიჟებინა ის ხალხი, ვის კისერზეც გადაიარა ამ ბრძოლამ.

წერტილი", - წერს გამსახურდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×