ია აბულაშვილი
12.04.2019

 "მიზნის მისაღწევად საჭიროა ყოველდღიურ რეჟიმში ბრძოლა ხალხთან ერთად, და არა მხოლოდ ფრაგმენტულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. დღეს მთავარია საპროტესტო გამოსვლები, იქნება ეს ტაქსის მძღოლების თუ დევნილების პროტეტესტი" - აცხადებს ლეიბორიტსული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

"რეზონანსი": თქვენი აზრით, 19 მაისის შუალედური არჩევნები იქნება ის ბარომეტრი, რომელიც განსაზღვრავს რა მოხდება 2020 წლის შემოდგომაზე და რა ტაქტიკას აირჩევს როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიცია სასურველი შედეგის მისღწევად?

ლაშა ჩხარტიშვილი: შუალედურ არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მიზნის მიღსღწევად საჭიროა არა ფრაგმენტულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, არამედ ბრძოლა ყოველდღიურ რეჟიმში ხალხთან ერთად. თუ არ ვიქნებით ხალხის გვერდით, არ ვიზრუნებთ მათ დასაცავად, არჩევნებამდეც ვერ მივალთ, ამიტომ დღეს მთავარია საპროტესტო გამოსვლები, იქნება ეს ტაქსის მძღოლების თუ დევნილების პროტესტი. ამ აქციებს კი სათავეში უნდა ჩაუდგეს ის პარტიები, ვისაც ხალხთან მიესვლება.

ბიძინა ივანიშვილს ძალიან ეშინია საპროტესტო გამოსვლების; დღეს ის არის უმძიმეს მდგომრეობაში და ტელეეთერში უკვე ბოდავს. მისი რეიტინგი ძალიან დაბალია და საზოგადოებამ დაინახა შუბლგაწყვეტილი, კორუფციული მონსტრი, რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორც გააღარიბოს საზოგადოების ყველა ფენა. ივანიშვილს საზოგადოების მხარდაჭერა აღარ გააჩნია და მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის, კარტოფილისა და ხახვის იმედად არის დარჩენილი.

"რ": გაერთიანებულ ოპოზიციას გამარჯვების რა შანსები აქვს? ეთანხმებით პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილის მოსაზრებას, რომ ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ სააკაშვილს და მის გუნდს შეუძლია?

ლ.ჩ: თუ ოპოზიცია მოახერხებს კონსოლიდაციას, შეიძლება რეალურ გამარჯვებას მიღწიოს, მაგამ ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის საქმეში გადამწვეტ როლს შეასრულებს მხოლოდ "ნაციონელები" და მათი ლიდერი სააკაშვილი. მართალია, სააკაშვილს გარკვეული მხარდამჭერები ჰყავს, მაგრამ როგორც ივანიშვილის ხელისუფლება არის დამნაშავე, ასევე დამნაშავეა სააკაშვილის ხელისუფლება.

პირადად ჩემთვის მიუღებელია ორივეს მმართველობა. ივანიშვილს აწყობს, რომ ყველა ოპოზიციურ ძალას "ნაციონალების" სახელი დაარქვას, რაც აფერხებს საპროტეტსო მუხტს. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ხელოვნურად შექმნილი კოალიციები, ერთპარტიული მმართველობა, თუნდაც ეს ჩემი პარტია იყოს, გამოსავალი არის მრავალპარტიულობა და კონკურენცია პოლიტიკურ ძალებს შორის. ასევე თავი უნდა დავანებოთ ბელადის ძებნას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×