რეზონანსი
14.04.2019

 (რეზონანსი) ჟურნალისტი ბონდო მძინარიშვილი "რუსთავი2-ის" დირექტორს , ნიკა გვარამიას გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლშევიკ-ტროცკისტების შექმნილი "მებრძოლ უღმერთოთა კავშირის" წევრს ადარებს.

"გასული საუკუნის 20-იან წლებში ბოლშევიკ-ტროცკისტების შექმნილი "მებრძოლ უღმერთოთა კავშირის" წევრი კომკავშირელები ტაძრებიდან ჯვრებს ხსნიდნენ, ზარებს ამტვრევდნენ და ხატებს ფეხით თელავდნენ.

გაკვირვებული ხალხი პირჯვარს იწერდა და ღმერთს პატიებას სთხოვდა, - უგუნურნი არიან და არ იციან, რას სჩადიანო.

მებრძოლი უღმერთოები ხალხს დაცინვით და იქედნურად მიმართავდნენ, - აბა, სად არის თქვენი ღმერთი, აბა, რამეს თუ გვიზამსო.

შეძრწუნებულ ხალხს მოხუცი ქალი გამოეყო და აღგზნებულ კომკავშირელებს სიბრალულით მიმართა, - მეტი რაღა უნდა გიქნათ, გაუგიჟებიხართო.

ახლა ეს რატომ გამახსენდა: კოპროლალიით დაავადებული ნიკა გვარამია ტელეეთერით იგინება და თან ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, - აბა, რამეს თუ მიზამთო.

ხელისუფლებამ და ივანიშვილმა მეტი რაღა ან რატომ უნდა უქნან ამ შეპყრობილს?! ან რა საჭიროა, რომ რამე უქნან, როცა იმ მოხუცი ქალის ნათქვამი ზედმიწევნით შეეფერება:

უკვე გაუგიჟებია... ღმერთს!"- წერს სოციალურ ქსელში ბონდო მძინარაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×