(რეზონანსი) „ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„სასოწარკვეთილებით გამოწვეული უძალობის დემონსტრირებას - ტელეგინებას და ტელეაგრესიას, მისი შემოქმედი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ეფექტურ სტრატეგიად ასაღებს და თავს გვამადლის...
რეალურად კი პირიქითაა.
რეალურად ამით ივანიშვილის საქმე კეთდება, რადგან ხელისუფლებას არგუმენტებს აძლევს მიუმხრობელი ამომრჩევლის თვალში, რომ ალტერნატივა "ბევრად უარესია".
ხელისუფლებას რომ არ აწყობდეს, იმედი ამდენ დროს პრაიმ ტაიმში გვარამიას გინებას არ დაუთმობდა.
ამ დროს, წამალივით გვჭირდება ოპოზიციას კიდევ 300 ათასი ამომრჩევლის მომხრობა შემდეგ 1 წელიწადში.
ნუ აკეთებთ ბიძინა ივანიშვილის საქმეს. ნუ იქნებით მისი სასარგებლო იდიოტები - 2016 წლიდან ამას ვითხოვ, მეტს კი არაფერს."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე