(რეზონანსი) სოციალურ ქსელში მსახიობი მარიშკა ჯავახაძე ირანული რესტორნის მეპატრონეებზე ემოციურ პოსტს წერს.
"მინდა, ირანული რესტორნის შეახებ მოგიყვეთ, რომელიც ჩემს სახლთან, რუსთაველის 40 ში მდებარეობს. დღეს გამოვედი სახლიდან და ჩემი მიკედლებული ალფა ვერსად ვნახე, აღმოჩნდა, რომ ამ რესტორნის მეპატრონეს და მენეჯერს დასაბანად და შესაკრეჭად წაუყვანიათ. დათბა გარეთ და დიდ ბეწვში ცოდოა, დასცხებაო. მთელი რუსთაველის ძაღლებს ესენი პატრონობენ, წვიმაში იფარებენ, სიცხეში წყალს ასმევენ და მუდამ ზრუნავენ მათ კვებაზე.
უბრალოდ, მინდოდა, მადლობა გადამეხადა მათთვის
პ.ს დაბანილი და დავარცხნილი ალფას ფოტოსაც აუცილებლად განახებთ" - წერს ჯავახაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე