თამარ შუკვანი
16.04.2019

 „გულის აცრუებაზე და კონფლიქტზე საუბარი არის ზედმეტი. ვფიქრობ, რომ „დაიცავი საქართველოს" სჭირდება ახალგაზრდული ენერგია, ახალი სახეები და ახალი ხედვები, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, სოციალური და მორალური კრიზისი დაიძლიოს. სწორედ ეს არის ჩემი წასვლის მიზეზი," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას კახა მიქაია, რომელიც მოძრაობა „დაიცავი საქართველოს" ტოვებს. წასვლის შესახებ განცხადება მან სოციალური ქსელ „ფეისბუქზე" დაწერა.

როგორც თავად „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, მისი პროგნოზით, უახლოეს პეროდში საქართველოში პარლამენტი მრავალპარტიული გახდება.

„ორგანიზაციას რომ განახლება სჭირდება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. საქართველოში უახლოესი წლების განმავლობაში სიტუაცია შეიცვლება და პარლამენტი არ იქნება ორპოლუსიანი და იქნება მრავალპარტიული.

„ეს უბრალოდ არ არის რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, ან რომელიმე კონკრეტული ადამიანის მოთხოვნა. ეს საზოგადოების მოთხოვნაა. ცვლილებები აუცილებელია და ეს აუცილებლად მოხდება," - განაცხადა კახა მიქაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×