(რეზონანსი) დიზაინერი ანუკი არეშიძე, ნოტრ-დამის ხანძარს ინსტაგრამზე ეხმაურება. არეშიძემ ცეცხლის ალში გახვეული ტაძრის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც უამრავი კომენტარი მოჰყვა. ერთ- ერთ კომენტარში არეშიძე წერს:
"წამებში ამხელა ისტორია, ქრისტიანული ევროპის მთავარი სიმბოლო, უძველესი ძეგლი ვიღაცის დაუდევრობით განადგურდა" - წერს ანუკი არეშიძე.
ცნობისთვის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შესახებ შეტყობინება სახანძრო სამსახურში ადგილობრივი დროით 18:50 შევიდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, პირველად ხარაჩოებზე გაჩნდა. საფრანგეთის პროკურატურის განცხადებით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე "გაუფრთხილებლობით ზიანის მიყენების" მუხლით
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე