ანალიტიკურმა სააგენტო „კროსმა" კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ რუსეთის მოქალაქეებს ძირითადად სამი რაღაცის შიში აქვთ - ბუნებრივი აირის აფეთქების, ფასების სწრაფი ზრდის და ომის დაწყების. რუსეთში ერთ-ერთ შიშს მაწანწალა ძაღლების მიერ დაკბენა წარმოადგენს.
რუსებს ფასების ზრდის შიში მუდმივად აქვთ. ამ პრობლემაზე ძალიან ხშირად საუბრობენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში.
ომის დაწყების შიში ბოლო პერიოდში აშშ-სთან ძალიან დაძაბული ურთიერთობით არის განპირობებული. მკვლევარები ამბობენ, რომ ეს არის თემა, რომელსაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ასევე მასობრივად აშუქებენ, მაგრამ ხალხი სოციალურ ქსელებში ამაზე არ საუბრობს.
რუსეთის მოქალაქეების ერთ-ერთ ძირითად შიშს წარმოადგენს საფრთხე იმისა, რომ უსახლკარო ძაღლები დაკბენენ. ამ შემთხვევაში პირიქით ხდება - მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ამას ყურადღებას არ აქცევენ.
რუსებს ასევე იმის შიში აქვთ, რომ რუსული ინტერნეტის იზოლირება მოხდება, რაზეც ბევრს არ ლაპარაკობენ. ამასთანავე არსებობს შიში იმისა, რომ ჯანმრთელობას ბინძური ეკოლოგიის გამო გაიფუჭებენ.
თებერვალში „ლევადა-ცენტრმა" ჩაატარა კვლევა იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც რუსები თვლიან, რომ ყველაზე მწვავეა; ყველაზე მეტი ხმა მიიღო ფასების ზრდმა, სიღარიბემ, კორუფციამ, უმუშევრობის ზრდამ, საზოგადოების სხვადასხვა ფენებად დაყოფამ, გარემოს დაბინძურებამ, აფეთქებებისა და ტერორიზმის საფრთხემ.