ნათია ფეხშველაშვილი
16.04.2019

 კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრის ქანთარიას განცხადებას, სერიალების სამინისტროდან შეკვეთის საკანონმდებლო დონეზე გაწერის შესახებ, უარყოფითად აფასებს.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების" თავმდჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 9აპრილს ტელეკომპანია „იმედის" ეთერში კინოინდუსტრიის აღორძინებასა და ქართული სერიალების გადაღების დაფინანსებაზე ისაუბრა.

დღეს, ივანიშვილის განცხადებას „ქართული ოცნების" წევრი, ნუკრი ქანთარია გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ადრე ჰქონდა ინიციატივა, სახელმწიფოს დაფინანსებით სერიალები შეექმნათ, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, ის ვერ განხორციელდა. მისი აზრით, სერიალებზე შეკვეთები სამინისტროებიდან უნდა განხორციელდეს და მნიშვნელოვანი იქნება, თუ ეს საკანონმდებლო დონეზეც გაიწერება.

ქანთარიას ამ განცხადებას ავთანდილ დემეტრაშვილი არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ სახელმწიფოს სულ სხვა ფუნქციები გააჩნია.

„ეს გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლების შეზღუდვაა. რა შუაშია სამინისტრო?! მე რომ მქონდეს ფული, მეც გადავიღებდი და ვერავინ ამიკრძალავს, ეს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნორმა იქნება.

„სახელმწიფოს ყველაფერი შეუძლია, თუმცა ეს მისი საქმე ნამდვილად არ არის, სახელმწიფოს სხვა ფუნქციები გააჩნია. მე ამ წინადადებას დადებითად არ ვაფასებ", - განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×