ია აბულაშვილი
16.04.2019

 „იმის პირობა, რომ ცვლილებები მოხდებოდა როგორც პარტიაში, ისე სამთავრობო გუნდში, მმართველი გუნდის მიერ  გაცხადებული იყო ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი  ტურის შემდეგ და ვფიქრობ, რომ დანაპირები შესრულდება. თუმცა, ამჯერად რაიმე კონსულტაციები ამ საკითხზე   არ გამართულა“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.

ვინ შეინარჩენებს თანამდებობას და ვინ აღმოჩნდება გასაშვებთა სიაში, ამის შესახებ დაზუსტებით რაიმეს თქმა ქანთარიას უჭირს, თუმცა დარწმუნებულია, რომ სამთავრობო ცვლილება არ შეეხება შსს მინისტრს გიორგი გახარიას.

„მეორე სუნთქვა გაიხსნება მმართველ გუდში, რადგან ცვლილებები გარდაუვალია. ამის პირობა, რომ მოხდებოდა გადაადგილებები  და ცვლილებები როგორც პარტიაში, ასევე მთავრობაში გაცხადებული იყო ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ და ამის მოლოდინი საზოგადოებაში არსებობს. მაგრამ ყველა ცვლილებას  თანმიმდევრულობა  და გონივრული გააწყვტილების მიღება სჭირდება.  

„როდის მოხდება ცვლილებები - გაზაფხულზე, თუ შემოდგომაზე - ვერ გეტყვით. ალბათ უფრო შემოდგომაზე, მაგრამ ეს ჩემი პირადი შთაბეჭდილებაა. ვინ დატოვებს მინისტრთა კაბინეტს, ვერც ამაზე მოგახსენებთ რაიმეს, თუმცა გახარიასთან დაკავშირებით არ მგონია ცვლილება მოხდეს. 

„იმ შემთხვევაში, თუ დღის წესრიგში დადგება სამინისტროების შერწყმის ან გაყოფის საკითხიც, ჩემი პოზიცია საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კულტურის სამინისტრო აუცილებლად უნდა გამოეყოს განათლების სამინისტროს, რადგან  რეალობაა, რომ ამ გაერთიანებას, გარდა ზიანისა, შედეგი არ მოუტანია“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ნუკრი ქანთარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×