ია აბულაშვილი
16.04.2019

 „ვენეციის კომისიის დასკვნა არ წამიკითხავს, მოვსიმინე მხოლოდ ის, რაც მედიით ითქვა და სხვადასხვა პირთა შენიშვნები.  ამიტომ, რაც შემიძლია ვენეციის კომისის რეკომენაციებთან დაკავშირებით ვთქვა, ჩემი აზრით, ობიექტური რეკომენდაციებია და ეს ეხება ინტერესთა კონფლიქტს, ღიაობას და შეაფასებების დასაბუთებლობას. ასევე იმას, რომ უნდა გადაიხედოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები. 

„თუნდაც სრულად იქნას გათვალისწინებული ვენეციის კომისის დასკვნა, ეს ჯერ კიდევ არ იქნება გარანტი, რომ ჩვენ მივიღებთ ქვეყნისთვის სასურველ მოსამათლეებს. ერთია თაბახზე დაწერილი კრიტერიუმები და მეორეა რამდენად სწორად და სამართლიანად იქნა გამოყენებული ეს კრიტერიუმები. 

„მიზანშეწონილად მიმაჩნია ასევე რეკომენდაცია, რომელიც ეხება იმას, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაესი სასამართლოს კვოტები. სწორი რეკომენდაციაა ისიც, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვადა იყოს ხანმოკლე, რადგან როტაცია უნდა ხდებოდეს.

„ვნახოთ შეასრულებს თუ არა უმრავლესობა მის მიერ მიცემულ პირობას, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უნდა იქნას გათვალისწინებული. არასრულად გათვალისწინების შემთხვევაშიც მთავარი და მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რამდენი პროცენტი იქნება გათვალისწინებული, არამედ რომელი რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული“, - ასე ეხმაურება „რეზონანსთან“ საუბრისას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ვენეციის კომისის დასკვნას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×