რეზონანსი
17.04.2019

 (რეზონანსი) ჟურნალისტი ეკა ხოფერია, თბილისში ავარიისას გარდაცვლილი 16 წლის ნიკა ჯორჯაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს."ვერც ვდებ ამ საშინელ ამბავს აქ, ვერც ვერაფერს ვწერ სალომეს და მევლუდის ტრაგედიაზე. ღმერთო მიეცი ძალა არ მოკვდნენ ამ დიდი განსაცდელისგან.... საშინელება მოხდა და განადგურებულები ვართ ყველა" - წერს ეკა ხოფერია.

შეგახსენებთ, თბილისში რამდენიმე დღის წინ საზარელი ავარია მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად, დაიღუპა 16 წლის ნიკა ჯორჯაძე და დაშავდა 3 ახალგაზრდა, რომელთაგან ერთის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

დაღუპული 16 წლის ბიჭი, "აგროჰაბის" მარკეტინგის მენეჯერის, სალომე გველესიანიას ვაჟია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×