საფრანგეთი არქიტექტორების მოწვევას მთელი მსოფლიოდან აპირებს, რათა მათ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათის ახალი დიზაინი შეიმუშავონ.
850 წლის ტაძრის უწინდელი გუმბათი ხანძარმა მთლიანად გაანადგურა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა, ამ საკითხის გარშემო, გამოძიება მიმდინარეობს. შენობის უმეტესი ნაწილი უვნებელია და ახლა, საფრანგეთის ოფიციალური პირების მთავარი საზრუნავი ტაძრის რეკონსტრუქციაა.
პრეზიდენტ მაკრონის განცხადებით, "ნოტრ-დამის ტაძარი, განახლების შემდეგ, ბევრად მშვენიერი იქნება." იგი ვარაუდობს, რომ რეკონსტრუქცია 5 წელიწადში დამთავრდება, თუმცა, ექსპერტების ვარაუდით, ეს პროცესი ათწლეულებს წაიღებს.
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის აღსადგენად, უკვე, 800 მილიონი ევრო შეგროვდა. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ედუარდ ფილიპეს განცხადებით, შემოწირულობისას შეგროვილი თითოეული ევრო მოხმარდება მხოლოდ და მხოლოდ ნოტრ-დამის რეკონსტრუქციას და მეტს არაფერს. ასევე, მან განაცხადა, რომ იმ პირთათვის, რომელთაც ტაძრის აღსადგენად ფინანსური დახმარება გასწიეს, გადასახადები შემცირდება.
საფრანგეთის კულტურის მინისტრის, ფრენკ რაისტერის განცხადებით, ხანძარსადარჩენილ ხელოვნების ნიმუშებსა და რელიგიურ ნივთებს ლუვრის მუზეუმში შეინახავენ და იქვე, რესტავრაციასაც ჩაუტარებენ. მათ შორისაა, ეკლის გვირვინი, რომელსაც იესო ქრისტე, ჯვარცმამდე ატარებდა.
რაისტერმა ასევე, განაცხადა, რომ ტაძრის კედლების რესტავრაცია, პარასკევს, 19 აპრილს დაიწყება.