(რეზონანსი) პარტია "მემარცხენე ალიანსი"-ს ერთ-ერთი ლიდერი იოსებ შატბერაშვილი, "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილს ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით მიმართავს.
"პატივცემულო შალვა! დაგირტყა თუ არა კახი კალაძემ პენალტი და შეგიგდო თუ არა შიგ 9-ანში?! ახლა ადი ფუნიკულიორზე და მშენებარე "ვიდოვაია პლაშჩატკიდან" გამოექანე!!! ჯერ იყო და 11 აპრილს შენგან 2007-ში პრემიერად დასახელებულ ბიძინა ივანიშვილს შინაპატიმრობაში უპირებდი აყვანას! ა
ახლა 18-ში მჯდომარე აქციებს აპირებ პარლამენტთან! ხომ გაგშიფრეს თბილისელმა დარბაისელმა ტაქსისტებმა და კარგად მიხვდნენ რა "ფრუქტიცა" ხარ?
შენ თვითონ ატაქსავებ ბიუჯეტიდან მითვისებული ფულებით ნაყიდ ათეულობით ტაქსს და ყოველდღე 700-800 ლარს იდებ ჯიბეში! თან ფულსაც აპროცენტებ! პირადი მიზნებით გინდოდა მშრომელი ხალხის გამოყენება მაგრამ ჩაგივარდა "კოვზი ნაცარში!" სულ ეგა ხარ აი!!! კახი კალაძის ერთი გატანილი გოლის ფასიც არა ხარ!!!
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე