რეზონანსი
18.04.2019

 ნინას აღიარებას გადაცემა „ფარული კონვერტის“ შემდეგ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინტიმური კადრების შემცველი ვიდეოს გამავრცელებლის დასახელება მომღერალს არ გასჭირვებია. მან გიორგი შელეგია პირდაპირ ამხილა და დასძინა, ის მემუქრება და თუ ამ გადაცემის შემდეგ რაიმე დამემართა, იცოდეთ, ვისი ბრალიც არისო.  საზოგადოების ნაწილი იცავს, ნაწილი ამტყუნებს. "პრაიმტაიმმა" გამოაქვეყნა კომენტარების ნაწილი:

"არ არის კარგი საქციელი 100-ჯერ გათხოვდე და მოღალატე ქმრებს ეჯიბრო, მაგრამ ნინა გულწრფელი ადამიანია და თვალს ვხუჭავ ბედნიერებას ვუსურვებ.“

„სხვას რომ უღებს, იმ ქალებს სჭირდება სოლიდარობა. თვითონ რომ იღებს და გზავნის, ამას რა ქვია, არ ვიცი.“

„სხვისთვის არ გადაუგზავნია, თავის პარტნიორს გადაუგზავნა. კარგად მოუსმინეთ.. ტელეფონით რას გადავიღებ და ვინ იქნება ადრესატი, ეს არავის საქმე არ უნდა იყოს, არამც თუ რამე სახელი ერქვას!!!“

„ეჰ, ბინა... ნინა, აიღე ერთი რვეული და პასტა, ჩამოწერე თანმიმდევრობით რამდენი მამაკაცი გყავდა, შენც დაისვენებ და ხალხიც დაისვენებს.“

„იქნებ სჯობდეს, ჩუმად იყოს? ვინც სცოდავს და მალავს, იმას სირცხვილის გრძნობა მაინც აქვს რომ მალავს, ეს სცოდავს და არც მალავს. ესაა მოსაწონი?“

„ამ კაცს ზედ ეტყობა რომ ამბიციის გავლა აქ თირკმელში და კარგადაც აკლია.“

„გამოვიდა ახლა ანგელოზი ზუსტად ვიცი მანდ რა ხდებოდა და ხდება. საწყალი გოგო ბავშვათან ერთად უსახლკაროდ დატოვა ნინამ და მისმა „ძიაძიამ“. ახლა ეტყობა შავმა კატამ გაირბინა და დაუპირისპირდენენ ერთმანეთს. ნეტა არ ვიცოდე როგორ მოხდა ბინის გადაფორმება მის სახელზე. იმ სახლში ნივთიც არ იყო ნინასი. ყველაფერი იყო ნათია ჭეიშვილის, რომელიც გაანიავეს შელეგიამ და ნინამ ერთად.“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×