რეზონანსი
18.04.2019

 თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, „ქართული მარშის“ წევრმა - დავით ნემსაძემ, რომელიც ბოლო პერიოდია ვიდეო ბლოგების ჩაწერით არის დაკავებული, რამდენიმე კვირის წინ “აზიმუტის” გვერდზე ატვირთა ვიდეო, რომელშიც ამბობს, თუ რა უსამართლობაა თავდაცვის სამინისტროში:

„შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი ხვიჩა გაბიევი, 2008 წლის ომის მონაწილე, დღეს „მაკდონალდსში“ მუშაობს. შეიარაღებული ძალებიდან ის ჯანჯღავასნაირმა ნაძირლებმა უმოტივაციოდ გააგდეს. ეს მდედრი კი "ღამის შოუელი" მარიკაა. ამჯერად თავდაცვის სამინისტროშია დასაქმებული. თავდაცვის სამინსტროში მსახიობი მუშაობს და თანაც პოლკოვნიკის ხელფასი გაქვს. მე იმ ხელისუფლების სახელმწიფოებრივ ხედვებს გავარტყი, სადაც 2008 წლის ომის მონაწილე, არმიის პოლკოვნიკი გაბიევი „მაკდონალდსში“ მუშაობს, ხოლო „ღამის შოუს“ მასხარა თავდაცვის სამინისტროში პოლკოვნიკის ადგილზე“.

ამ ვიდეოს  გავრცელების დროს მაია დობორჯგინიძის ("შუა ქალაქის" მარიკა) ქმარი, მსახიობი გოგა ბარბაქაძე („შუა ქალაქის“ დათო) გასტროლით იყო თურქეთში და როცა ჩამოვიდა, ნემსაძეს მესენჯერის მეშვეობით შეხვედრას სთხოვდა. დავითი უპასუხოდ ტოვებდა გოგას თხოვნას. „

გამიკვირდა, რომ ასე მარტივად დაიჯერეს ამ ადამიანის მიერ გავრცელებული სიცრუე  ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით და მაიას მისამართით სალანღავ კომენტარებს არ იშურებდნენ. დავითს ვთხოვდით აეღო ეს ვიდეო. მან არ აიღო. მერე როგორც ჩანს, ფეისბუქმა დაბლოკა“ – განუცხადა პრაიმტაიმს გოგამ.

მსახიობები მორალური ზარალის მიყენებისთვის ჩივილს აპირებენ.

"იმდენად შორს ვართ ჩივილისგან, ნასამართლეობისგან, რომ ახლა საერთოდ პირველად მოვხვდით სასამართლოში. ნასამართლევი არავინ მყოლია. ჩავითრიე ყველა მეგობარი, სტუდენტები, ახლობლები... არ მინდა ჩემს გარშემო, რომ ეს ბოროტება ხდებოდეს. იმდენი მიმდევარი ყავს „ფეიბუქზე“, რატომ უნდა ჰქონდეთ ამ ადამიანებს ჩვენზე მცდარი წარმოდგენა?  ბევრმა, როდესაც შეიტყო, რომ დავითი იტყუებოდა და მას უნებლიედ აჰყვნენ, მოგვიანებით ბოდიში მოიხადეს და კომენტარებიც აიღეს. ყველა მისი გვერდი დასაბლოკი და გასაუქმებელია. არ შეიძლება ეგონოთ, რომ ეს კაცი ჯანმრთელია.

გაჩერდეს! და თუ არ გაჩერდება, აუცილებლად ვუჩივლებთ, მორალური კომპენსაციის მისაღებად. ჩემი ცხოვრების ბევრი დრო დავუთმე ამ სისულელეების კითხვას და ვიდეოების ყურებას, პასუხების გაცემას", - აცხადებს მაია დობორჯგინიძე.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×