(რეზონანსი) "დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ანას ტირილით დაურეკა და სთხოვა, შეეწყვიტა სასამართლო დავა" - ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა, ლევან გორელაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, დავით მუხრანელი ბოლო 2 კვირის განმავლობაში სხვადასხვა გზით ცდილობს ანა ბაგრატიონ-გრუზინკი სასამართლო დავის შეწყვეტაზე დაითანხმოს, მათ შორის, თავის შეცოდების, ფულით მოსყიდვისა და მუქარის გზით.
ადვოკატის თქმით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკს 90 000 ლარზე მეტს სთავაზობს.„ბოლო 2 კვირის განმავლობაში ბატონი დავით ბაგრატიონ-მუხრანელი აქტიურად ცდილობს სხვადასხვა ფორმით დაგვიყოლიოს, რომ დავა შევწყვიტოთ და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქმის განუხილველად დატოვებაზე, არ გავასაჩივროთ.
აღნიშნულს დავითი სხვადასხვა მეთოდით და სხვადასხვა სტრატეგიით ახდენს. თავდაპირველი მცდელობა თავის შეცოდების სტრატეგიით იყო, პროკურატურაში მისვლამდე, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ანას ტირილით დაურეკა და სთხოვა შეეწყვიტა დავა. თუმცა, დაინახა, რომ ამან არ იმუშავა, რადგან ანამ პროცესი განაგრძო. მისი შემდგომი მცდელობა იყო თანხის შემოთავაზება იმისთვის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ მომხდარიყო.
"ამბები.ჯი"