თამთა ჩაჩანიძე
18.04.2019

 "თუ "ოცნება" არაადეკვატური და არათანამიმდევრულ ნაბიჯებით გააგრძელებს ისევ სვლას, ის ვადამდე ადრე ჩამოცილდება ხელისუფლებას. ერთმანეთთან გარიგებული "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდი უნდა დასრულდეს" - აცხადებს პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური მდივანი გოჩა თევდორაძე.

თევდორაძემ დააანონსა "პატრიოთთა ალიანისის" და მისი მომხრეების შეკრება, რომელიც გაიმართება თბილისის სპორტის სასახლეში 4 მაისს 4 საათზე, ისინი საზოგადოების წინაშე წარსდგებიან მთავრობისადმი მრავალმხრივი მოთხოვნებით და მათი დაუკმაყოფილების შემთხვევაში ივნისში ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.

"სპორტის სასახლის დაგეგმილ შეხვედრას წინ უძღოდა 9 აპრილს ქუთაისში ჩატარებული აქცია და ვთქვით, რომ აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებდა, ჩვენი მოთხოვნები ხშირად მრავალფეროვანია, ეს მრავალფეროვნება გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაშია ბევრი პრობლემა დაგროვილი, და ამ მოთხოვნებით წარვსდექით ქუთაისში საზოგადოების წინაშე, იგივე მოთხოვნები იქნება 4 მაისს თბილისის სპორტის სასახლეში, ეს არის პირველ რიგში სოციალური თემატიკა, სასამართლო, სიღარიბის დაძლევის პრობლემები. იმ შემთხვევაში, თუ არ დააკამაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს, ივნისიდან თავისუფლების მოედანზე ფართომასშტაბიან აქციებს მოვაწყობთ."

ხელისუფლებას ვთავაზობთ, რომ ბიუჯეტიდან აიღოს ყოველწლიურად ნახევარი მილიარდი და ეს მისცემს საშუალებას, 10 000 ოჯახს საქართველოში შეუქმნას ნულიდან ბიზნესი და აჩუქოს მათ ეს ბიზნესი. ასეთი პროცესი რომ გაგრძელდება 7- 8 წელი, როდესაც ფეხზე დგება ბიზნესი, მარტო ერთი ოჯახისთვის აღარ იქნება და რამოდენიმე ოჯახს კიდევ დაასაქმებს, ეს მოგვცემს საშუალებას დავძლიოთ ის სიღარიბე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს."

თევდორაძის თქმით, 9 აპრილს "პატრიოთთა ალიანსის" აქციაზე გაჟღერდა ახალი ინიციატივა საქართველოს საგარეო სტატუსის შესახებ.

"ხელისუფლებისგანვითხოვთ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო განვითარებისთვის და ეკონომიკური კუთხისთვის უფრო უპრიანი იქნება ისეთი ქვეყნის სტატუსის მიღება, როგორიც არის ავსტრია, ფინეთი, შვედეთი და შვეიცარია, რომლებიც ევროკავშირთან თანამშრომლობენ. ჩვენც მომხრე ვართ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მონაწილეობა მივიღოთ ნატოს სხვადასხვა მისიებში, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არ ხდებოდეს საწვრთნელი შეკრებები და ნატოს ბაზების განთავსება," - აცხადებს თევდორაძე და ამბობს, რომ პარტიას არ აქვს დიდი იმედი, მმართველი გუნდი მათ მოთხოვნებს გაითვალისწინებს.

"ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ ხელისუფლებისგან პოზიტიურ გამოხმაურებას, ვხედავთ, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას არ ითვალისწინებს და რა გასაკვირია, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალის ან საზოგადოების დიდი ნაწილის მოსაზრება და მოთხოვნა გაიზიაროს. ამიტომ დიდი იმედი იმისა, რომ ხელისუფლება ჩვენს მოთხოვნებს გაიზიარებს, არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ყველა კანონიერი გზა უნდა ვცადოთ იმისათვის, რომ ხელისუფლებას მოვუწოდოთ და მოვთხოვოთ მისგან რადიკალური ცვლილებები, იქნებ ხელისუფლება გონს მოეგოს მაინც და ისეთი საკითხები, რომლებიც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესია, დაფიქრდეს მაინც ამ საკითხებზე და რაღაცა პოზიტიური ნაბიჯები მაინც გადადგას," - აცხადებს თევდორაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×