საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:
"გუშინ მკითხა ჟურნალისტმა, "თქვენ ეჭვი შეგაქვთ შალვა შავგულიძის კეთილსინდისიერებაშიო”. გამიჭირდა პასუხი. დამამძიმა, ძველი ურთიერთობა მომაგონა ამ კითხვამ… ანუ მე არ უნდა მქონდეს ეჭვი, თუკი იგი გაერთიანდა და ერთ-ერთ ლიდერად იქცა იმ გუნდში სადაც პროკურორია ის ადამიანი, ვინც კვალიფიკაციას აძლევდა გიგრგვლიანის საქმეს, ვინც კანონს იღებდა იმის თაობაზე თუ რა სასჯელი უნდა ყოფილიყო ამ კონკრეტულ დანაშაულზე, იღებდა კანონს რომელიც უშვებდა ამ საქმეზე დამნაშავეთა ერთ კამერაში ჯდომას, მათი შეწყალების წინაპირობას ქმნიდა და ელემენტარულად არც გაასაჩივრა უმაღლესი სასამართლოს განაჩენი; და თვინოთაც ხომ კარგად იცის რომ ეს განაჩენიც სხვა ვერც იქნებოდა მისი ახლანდელი მეგობრების ძველი ძალისხმევით. ეცადა მაინც საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნება. იმ პერიოდის მოსამართლეებისაგან გმირობას არც არავინ ელოდა, მაგრამ, აი, მაგას რა უნდა ბოკერიასთან ერთად, ეგ გამაგებინოს ვინმემ", – წერს ვოლსკი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე