რეზონანსი
19.04.2019

 ზუგდიდის სოფელ გრიგოლიშში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივებს - ეროვნული გვარდიის ყოფილ წევრს, ჯიხაშკარის ცნობილი მოვლენების მონაწილე ბეჟან გვაზავასა და ალიკა ლაგვილაგავს შორის დავა წლებია გრძელდება, რაც მიწის ნაკვეთს უკავშირდება.

არსებული ინფორმაციით, სწორედ ბეჟან გვაზავამ ესროლა ალიკა ლაგვილავას. გვაზავა გრიგოლიშის "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელია, ხოლო ალიკა ლაგვილავა ამავე შტაბის კოორდინატორი.

რაც შეეხება დაჭრილის მდგომარეობას, მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსმა, ექიმმა მაკა მალანიამ განაცხადა, გრიგოლიშში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდომარეობა მძიმეა.

"მამაკაცს აღენიშნებოდა სავარაუდოდ ცეცხნასროლი, შემღწევი ჭრილობები. ავადმყოფს ჩაუტარდა ოპერაცია და მისი მდგოარეობა მძიმეა. ლაგვილავას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება", - განაცხადა მალანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×