რეზონანსი
19.04.2019

 (რეზონანსი) შედეგი მოულოდნელი არ იყო, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა ადამიანებს არ უნდა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილმა დირექტორმა ნათია კაპანაძემ განაცხადა.

ნათია კაპანაძე ამბობს, რომ ბორდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში აუცილებლად გაასაჩივრებს.

მისი თქმით, მაუწყებელში პროცესები შემთხვევითი არ იყო.

"მაშინ როდესაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა გაქვს, საქართველოში ყველაფერია მოსალოდნელი. შესაბამისად, ეს შედეგიც არ იყო მოულოდნელი. რა თქმა უნდა, პროცესი არ იყო შემთხვევითი, თუმცა შედეგიდან გამომდინარე ვხვდებით, რომ სარედაქციო პოლიტიკა, ჩვენი დამოუკიდებლობა არ უნდათ ადამიანებს. რა თქმა უნდა, მე მომიწევს კიდევ ერთი პროცესი ვაწარმოო დირექტორის იმპიჩმენტისგან დაცვის. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, ამ შემთხვევაში საკუთარ თავს დავიცავ საქალაქო სასამართლოში", - განაცხადა ნათია კაპანაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს. ბორდის 5 წევრიდან კაპანაძის გადაყენებას მხარი ოთხმა წევრმა დაუჭირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×