ნათია ფეხშველაშვილი
21.04.2019

 „პანკისელებთან აუცილებელია მოლაპარაკება არეულობის გარეშე", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

„მე ერთ-ერთი სახელმწიფო მოხელე ვიყავი და მქონია კონტაქტი პანკისელებთან. ეს ხალხი უაღრესად გონიერია და კარგად ესმით სახელმწიფოს ინტერესები, ამიტომ მათთან მოლაპარაკება შესაძლებელია.

„ეს განცხადებები, რაც პრესიდან და ხელისუფლების მხრიდან მოდის, საკმაოდ მკაცრი და ხისტია. ხელისუფლებას არ აქვს დიპლომატიური უნარი, რომ თავის ხალხს მათთვის მისაღებ ენაზე დაელაპარაკოს.

„მგონია, რომ რესურსები ამოწურული არ არის, კარგად ვიცნობ პანკისელებს და თავდადებული პატრიოტები არიან, ძალიან უყვართ საქართველო. ისეთი ხალხი გამოთქვამს პროტესტს, რომლებთანაც შეუძლებელია მოლაპარაკების საშუალება არ ყოფილიყო.

„მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ გამოიჩინონ მეტი გონიერება და მოთმინება, დაწვრილებით აუხსნას მოსახლეობას რისკები და უპირატესობები, რადგან ამ რეგიონში რთული ეკონომიკური ვითარებაა, ხალხსა და ხეობას განვითარება უნდა, მოსახლეობა კი განვითარების პროექტებში ჩასართავად მზად არის.

„არაერთხელ უთქვამთ, რომ სახელმწიფო არ აქცევს მათ სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას ყურადღებას და ამ მიმართულებით შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა ისე, რომ ორივე მხარის ინტერესები გათვალისწინებული იყოს.

„პანკისელებთან არაერთხელ მიმიღწევია შეთანხმებას მოლაპარაკებების გზით. მოლაპარაკება ფასეულია მაშინ, როდესაც მხარეები თანხმდებიან შემდგომი ნაბიჯის გადადგმაზე", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×