ნათია ფეხშველაშვილი
21.04.2019

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ პანკისში დღეს განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკური მიზეზები აქვს. როგორც მან „რეზონანსთან" საუბარში განაცხადა, ჰესებს გარემოსთვის ზიანი პრაქტიკულად არ მოაქვთ, თუმცა საქრთველოს მიმართ მტრულად განწყობილი ძალები ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის შეზღუდვას ასეთი არეულობებით ცდილობენ.

„შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა პანკისში და შესაბამისად, პირველ რიგში საუბარია იმაზე, რომ უნდა მოხდეს სიტუაციის განმუხტვა და მერე გაგრძელდეს სხვა ქმედებები, იქნება ეს მოლაპარაკებები თუ სხვა ტიპის ღონისძიებები.

„მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპეტენტური პირების მიერ სიტუაციის განსამუხტად. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება. ასეთი ემოციების ფონზე რაციონალური მოლაპარაკებები ცოტა რთულია ხოლმე", - განაცხადა ზოიძემ.

დეპუტატი არასამთავრობოების მოთხოვნებსაც გამოეხმაურა ზოგიერთის ქმედებას ქვეყნის მტრებისგან დაფინანსებულ და ქვეყნის კეთილდღეობის შემშლელ ფაქტად აფასებს.

„არასამთავრობოების უმეტესობას, ჩემი აზრით, ამოძრავებს აბსოლუტურად გულწრფელი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, მაგრამ არიან ჩვენი ქვეყნის მტრებისგან დაფინანსებულები ძალებიც, რომლებიც სიტუაციის გამოყენებას ცდილობენ თავიანთ საკეთილდღეოდ და მაქსიმალურად ზღუდავენ ენერგოდამოუკიდებლობის შესაძლებლობას, მცირე ჰესებს გარემოსთვის ზიანი პრაქტიკულად არ მოაქვთ", - აცხადებს აკაკი ზოიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×