„ყველაფერთან კავშირშია ბიძინა, რასაც ის საქართველოში გადაწყვეტს - ის ხდება“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიზინა ივანიშვილისადმი მომღერალ თემურ თათარაშვილის მიმართვას მსახიობი და პოეტი გივი სიხარულიძე.
„აქ არაფერი უცნაური არ არის, რომ ის ივანიშვილს მიმართავს. ყველაფერთან კავშირშია ბიძინა, რასაც ის საქართველოში გადაწყვეტს, ის ხდება. სთხოვს ყოვლად ძლიერ პიროვნებას, რომ დაეხმაროს სამსახურის შოვნაში, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“, - აცხადებს სიხარულიძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, საქართველოში ხელოვანი ადამიანისთვის რთულია სამსახურის შოვნა, რადგან აქ კლანური სისტემა მოქმედებს.
„სიმღერაში, ცეკვასა თუ თეატრში მოქმედებს კლანები. თუ ვინმესთან არ ხარ ახლოს, ან რომელიმე კლანთან არ ხარ, არ გაგახარებენ და ალბათ ვერცერთი კლანი ვერ იპოვა თათარაშვილმა და ბიძინას სთხოვს შველას“, - განაცხადა სიხარილიძემ.
მისი განცხადებით, დახმარების სახიკთხი უკვე თავად ივანიშვილზეა დამოკიდებული.
„ბიძინა ივანიშვილი რასაც მოინდომებს, იმას გააკეთებს, თუ მოუნდება - დაეხმარება, თუ არა და - არა“, - აცხადებს გივი სიხარულიძე.
შეგახსენებთ, რომ მომღერალმა თემურ თათარაშვილმა ბიძინა ივანიშვილს სოციალური ქსელით სამსახურის თხოვნით მიმართა, რათა ოჯახის შენახვა შეძლოს და კვლავ საქართველოს იძულებით დატოვება და მოსკოვში დაბრუნება არ მოუწიოს.