რეზონანსი
23.04.2019

 მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ სალხინოში ქვის საჭრელი საამქროში 46 წლის მუშა მურთაზ კეკუტია გარდაიცვალა. როგორც სალხინოს რწმუნებული გიორგი ჯეჯელევა აუცხადებს, ფაქტს თვითმხილველები არ ჰყავს.

"სახლის უკან მიმდებარედ ქვის საჭრელ საამქროში მუშაობდა, დეტალები არ ვიცით, რადგან მე როგორც კი მივედი, ცხედარი გადასვენებული იყო სახლში. ჯერჯერობით ეს საამქრო არ იყო ექსპლუატაციაში შესული. გარდაცვლილს ჰყავს სამი და და ისინი სასტიკად ეწინააღმდეგებიან ცხედრის ექსპერტიზაზე გადასვენებას", - აცხადებს სალხინოს რწმუნებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "პრაიმტაიმს" განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ 240-ე მუხლით, რაც სამთო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×